
ინგრედიენტები:
კარაქი - 2 ს.კ.
თაფლი - 1,5 ს.კ.
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 1,25 ჭიქა
შავი ქლიავის ჩირი (ნედლი) - 1 ჭიქა
კურაგა - 1ჭიქა
თხილი - 300 გ
გაცრილი ფქვილი - 3 ჭიქა
სოდა ძმრით - 1,5 ჩ.კ.
არაჟანი - 600 მლ
მომზადება:
1. კვერცხი ათქვიფეთ 0,75 ჭიქა შაქართან. დაამატეთ თაფლი და ძმრიანი სოდა. კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კარაქი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. გაყავით 5 ნაწილად. თითოეული ნაწილი თხლად გააბრტყელეთ წრეში. ღუმელის ფორმას წაუსვით კარაქი და თითოეული ფენა გამოაცხეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთის განმავლობაში. სანამ შედგავთ ღუმელში გამოსაცხობად, ფენებს გაუკეთეთ ხშირი ჩხვლეტები ჩანგლით.
2. შავი ქლიავი, კურაგა და თხილი წვრილად დაჭერით, დაამატეთ არაჟანი და დარჩენილი შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
3. გამომცხვარ მრგვალ ფენებს ჩამოაჭერით და გაუსწორეთ გვერდები, წაუსვით არაჟნის კრემი და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ კრემიანი ფენები დაადეთ ერთმანეთს. ჩამოჭრილი ნაწილები დაფშვენით და ზემოდან მოაყარეთ ტორტს.
გემრიელად მიირთვით!