ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი (არა ნაკლებ კაკაოს 70%) – 70 გ
რძე - 160 მლ
ყავისფერი შაქარი - 1 ს.კ.
მომზადება:
1. შოკოლადი წვრილად დაჭერით.
2. ქვაბს, რაშიც შოკოლადს ამზადებთ, წინასწარ გამოავლეთ ცივი წყალი. ჩაასხით რძე და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. როცა რძე გაცხელდება, დაამატეთ შოკოლადი და დაიწყეთ მორევა ხელის სათქვეფით. მოურიეთ შოკოლადის სრულ გადნობამდე.
3. დაამატეთ შაქარი, მიიყვანეთ რძე დუღილამდე (არ აადუღოთ!) და გადაიღეთ წინასწარ გაცხელებულ (გამოავლეთ მდუღარე წყალი) ჭიქაში.
გემრიელად მიირთვით!