რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტორტი „ნაპოლეონი“ ბანანით
ტორტი „ნაპოლეონი“ ბანანით

ინგრედიენტები:

ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა

ბანანი - 3 ც.

ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

რძე - 1,5 ჭიქა

შაქარი - 1,5 ჭიქა

ფქვილი - 1 ჭიქა

კარაქი - 300 გ

 

მომზადება:

1.     ცომი გაალღვეთ. არ გააბრტყელოთ და ისე დადეთ ორივე ნაწილი ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდით დაფარულ ღუმელის ფორმაზე. შედგით 15 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

2.     მოამზადეთ კრემი. გაცერით ფქვილი ქვაბში, დაამატეთ შაქარი და, მუდმივი მორევით, გაათბეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ცივი რძე, კარგად აურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით.

3.     კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. დაამატეთ რძეში და კარგად ათქვიფეთ შესქელებამდე. დააფარეთ კრემს საკვები ცელოფანი და დატოვეთ.

4.     ცომი გამოიღეთ ღუმელიდან, ცოტათი გააგრილეთ, შემდეგ გაყავით თითოეული ნაწილი 3 ფენად და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 5 წუთით.

5.     ბანანი გაფცქვენით, დაჭერით რგოლებად და დანამეთ ლიმონის წვენით. გაანაწილეთ ცომის 5 ფენაზე.

6.     ფენებს ბანანების ზემოდან წაუსვით კრემი, დააწყეთ ერთმანეთზე, დააყარეთ დარჩენილი ცომის ნაფშვენი და დატოვეთ გაგრილდეს ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ 2 საათით შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა