ინგრედიენტები:
სოკო საშუალო ზომის - 20 ც.
კარაქი - 1 ს.კ.
ნიორი - 2 კბილი
დაჭრილი ისპანახი - 4 ჭიქა
რბილი ყველი - 230 გ
მაგარი ყველი - ¼ ჭიქა
პურის ნამცეცები - ¼ ჭიქა
მარილი
პილპილი
მომზადება:
1. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსამდე.
2. სოკოებს მოაცილეთ ფეხი. თავები დააწყეთ პერგამენტის ქაღალდზე. სოკოს ფეხი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
3. ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ გატარებული სოკოს ფეხი და წვრილად დაჭრილი ნიორი. აურიეთ და მოშუშეთ 2 წუთის განმავლობაში.
4. დაამატეთ ისპანახი, რბილი ყველი, მარილი და პილპილი. აურიეთ სანამ ყველი არ გადნება.
5. აიღეთ ისპანახის ნარევის 1 ს.კ. და შეავსეთ თითოეული სოკო.
6. ჯამში აურიეთ ერთმანეთში პურის ნამცეცები და გახეხილი მაგარი ყველი. ნაზავი მოაყარეთ ზემოდან სოკოს შიგთავსს.
7. შებრაწეთ 12-15 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!