
ინგრედიენტები:
ბანანი - 3 ც.
ხაჭო - 400 გ
კარაქი - 100-150 გ
შაქარი - 6 ს.კ.
არაჟანი - 2 ს.კ.
ნიგოზი - 0,5 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ.
მომზადება:
1. კარაქი დაარბილეთ და აურიეთ 4 ს.კ. შაქართან.
2. დაამატეთ ხაჭო და კარგად აურიეთ.
3. ბანანს მოაცილეთ ქერქი, დადეთ ლანგარზე და წაუსვით ხაჭოს მასა, ზემოდან დაადეთ კიდევ ერთი ბანანი და ისევ წაუსვით ხაჭოს მასა. უნდა გამოვიდეს გორაკი.
4. არაჟანი, 2 ს.კ. შაქარი და კაკაო გადაურიეთ ერთმანეთში.
5. არაჟნის კრემი წაუსვით ზემოდან გორაკს.
6. ნიგოზი დაჭერით და დააყარეთ დესერტს.
შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით.