ინგრედიენტები:
კარტოფილი - 5-6 ცალი
კარაქი - 5-6 ჩ.კ.
ჰოლანდიური ყველი („გაუდა“ 3-5 სმ სისქის) – 5-6 ც.
ნიორი - 5-6 კბილი
როზმარინი (სურვილისამებრ) - 1-2 ღერო
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მწვანილი - გემოვნებით
ზეთი ფორმის წასასმელად - 1-2 ს.კ.
მომზადება:
კარტოფილი და ნიორი გაფცქვენით. კარტოფილს ცალი მხრიდან ცოტათი მოაჭერით პატარა ნაჭერი, ისე რომ დადგეს ვერტიკალურად. კარტოფილის მთელ სიგრძეზე გააკეთეთ ვერტიკალური ოდნავ განიერი ჩანაჭრები, არ მისული ბოლომდე 1-2 სმ-ით.
ნიორი გაჭერით ოთხად და ჩადეთ კარტოფილის ჩანაჭერში. როზმარინს მოაცალეთ ფოთლები და დააყარეთ ზემოდან. დაამატეთ მარილი.
კარაქის პატარა ნაჭრები ჩადეთ კარტოფილის ჩანაჭრებში.
კარტოფილი მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში მაღალი გვერდებით.
თითოეულ კარტოფილს ზემოდან დაადეთ ყველის ნაჭერი.
შებრაწეთ 200 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში - კარტოფილის მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!