რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ბანანის ტორტი
ბანანის ტორტი

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

კვერცხი - 5 ც.

შაქარი - 200 გ

მაიონეზი - 300 გ

სგუშჩონი - 1 ქილა

ფქვილი - 2 ჭიქა

სოდა - 1 ჩ.კ.

 

კრემისთვის:

კარაქი - 150 გ

სგუშჩონი ½ ქილა

ბანანი - 3 ც.

 

მომზადება:

1.     კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ არ მიიღებთ სქელ ქაფს.

2.     დაამატეთ მაიონეზი, 1 ქილა სგუშჩონი, სოდა და ფქვილი. კარგად აურიეთ.

3.     მიღებული ცომისგან გამოაცხეთ 3-4 ფენა, გააჩნია ფორმის ზომას.

4.     თითოეული ფენა გამოაცხეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

5.     სანამ კვერები გაგრილდება, მოამზადეთ კრემი.

6.     ამისათვის დააბლენდერეთ ბანანები.

7.     კარაქი ათქვიფეთ სგუშჩონთან და დაამატეთ დაბლენდერებული ბანანი, კარგად აურიეთ.

8.     ფენებს კარგად წაუსვით კრემი და დაადეთ ერთმანეთს. ტორტის ზედაპირსა და გვერდებს ასევე წაუსვით კრემი.

9.     ტორტი მორთეთ ბანანის ნაჭრებით, ქოქოსის ფანტელითა და ნუშით (თხილით ან ნიგოზით).

10.  შედგით მაცივარში 2-3 საათით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა