ინგრედიენტები 6 ულუფაზე:
ქათმის ფილე - 2 ც.
გახეხილი ყველი - 1 ჭიქა
ფქვილი - ½ ჭიქა
რძე - ½ ჭიქა
კვერცხი - 2 ც.
მწვანილი - გემოვნებით
მაიონეზი - 2 ს.კ.
არაჟანი - 2 ს.კ.
სანელებლები - გემოვნებით
მომზადება:
1. გადაურიეთ ერთმანეთში გახეხილი ყველი, რძე, კვერცხი, მაიონეზი, არაჟანი და სანელებლები.
2. ქათმის ფილე მოხარშეთ მზადყოფნამდე და დაჭერით პატარა კუბებად.
3. მაიონეზის ნაზავში დაამატეთ დაჭრილი ქათამი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ფქვილი. კარგად აურიეთ.
4. მიღებული ნარევით აავსეთ მაფინებისთვის განკუთვნილი ფორმები. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. როცა გაცივდება, ამოიღეთ ფორმებიდან.
გემრიელად მიირთვით!