რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი „ფანტაზია“ - საოცარი სწრაფი დესერტი გამოცხობის გარეშე
შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი „ფანტაზია“ - საოცარი სწრაფი დესერტი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

ხაჭო - 450 გ

შაქარი - 0,5 ჭიქა

არაჟანი - 400 გ

კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ.

რძე- 0,5 ჭიქა

ჟელატინი - 20 გ

ვანილი - მწიკვი

 

მომზადება:

ჟელატინს დაასხით თბილი რძე და დატოვეთ გასაჯირჯვებლად 20 წუთით. 

ხაჭო და შაქარი გადაურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ არაჟანი და ვანილი. შემდეგ დაამატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ. ჟელატინის მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილში დაამატეთ კაკაოს ფხვნილი.  გასახსნელ ფორმაში რიგრიგობით დაასხით თეთრი და ყავისფერი მასა. შემდეგ ფორმა შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით. შესქელებული ტორტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით ან ხილის ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა