რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ჰაეროვანი ვაშლის პეროგი ქიშმიშით
ჰაეროვანი ვაშლის პეროგი ქიშმიშით

ინგრედიენტები:

ფქვილი - 1,5 ჭიქა

შაქარი - 1 ჭიქა

არაჟანი - 2 ს.კ.

კვერცხი - 4 ც.

ვანილი

სოდა - 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი - 1 ს.კ.

ვაშლი - 2 ც.

ქიშმიში - ½ ჭიქა

 

მომზადება:

1.     კვერცხი ათქვიფეთ შაქართან.

2.     დაამატეთ არაჟანი, ვანილი და სოდა. აურიეთ.

3.     დაამატეთ გაცრილი ფქვილი. კარგად აურიეთ.

4.     ვაშლი გათალეთ და დაჭერით თხლად.

5.     ქიშმიში გარეცხეთ, ჩაალბეთ 20 წუთით და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

6.     გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და გადაიღეთ ცომის ნახევარი, ზემოდან გაანაწილეთ ვაშლისა და ქიშმიშის ნაწილი. შემდეგ გადაიღეთ დარჩენილი ცომი და დანარჩენი ვაშლი და ქიშმიში.

7.     გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

8.     მომზადებული პეროგი გააგრილეთ და ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა