რეცეპტები / გამორჩეული გემო / სახლში მომზადებული შებრაწული ყველი
სახლში მომზადებული შებრაწული ყველი

ინგრედიენტები:

რძე - 3 ლ

კეფირი - 1 ლ

კვერცხი - 3 ც.

მარილი - 10 გ

შაქარი - 30 გ

კამა - 150 გ

 

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და კეფირი. დაამატეთ მარილი და შაქარი. 

რძე მიიყვანეთ დუღილამდე და დაამატეთ კეფირის მასა. ადუღეთ რამდენიმე წუთი, სანამ არ გაჩნდება ფანტელები.                                            

გააციეთ რძის მასა და გაწურეთ მარლაში. მიღებული ყველი აურიეთ წვრილად დაჭრილ კამასთან და  მოათავსეთ გრილ ადგილას რაიმე მძიმე ნივთის ქვეშ 3 საათით. გაწურულ მასას მიეცით ფორმა და შემდეგ ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და დადეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ფორმაზე.                                                      

შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა