რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკოლადის კექსი თხევადი გულით
შოკოლადის კექსი თხევადი გულით

ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი - 200 გ
ყავისფერი შაქარი - 1/3 ჭიქა
კარაქი - 100 გ
კვერცხი - 2 ც
კვერცხის გული - 3 ც.
ფქვილი - 2 ს.კ.
მარილი - მწიკვი

მომზადება:
1. შოკოლადი დატეხეთ, კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ჩადეთ ჯამში და დადგით წყლის აბაზანაზე გასადნობად. მოურიეთ ერთგვაროვნამდე და ოდნავ გააგრილეთ.


2. ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი ქაფში. მუდმივი თქვეფით დაამატეთ შოკოლადის ნარევი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და მარილი. აურიეთ ერთგვაროვნამდე. 


3. 6 ცალ ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით კარაქი. გაანაწილეთ ცომი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 7-10 წუთით (სანამ კექსის ნაპირები არ გამოცხვება, ამასთანავე გული უნდა დარჩეს რბილი). 


4. მაშინვე ამოიღეთ კექსები ფორმებიდან და მიიტანეთ სუფრასთან ცხელ მდგომარეობაში.
გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა