რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტორტი „ცდუნება“
ტორტი „ცდუნება“

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 1 ჭიქა

ფქვილი - 1 ჭიქა

 

კრემისთვის:

არაჟანი 20-25% - 1 ლ

შაქარი - 1 ჭიქა

გახსნილი და გაგრილებული ჟელატინი - 50-65 გ

 

გულისთვის:

ბანანი - 2-3 ც.

ფორთოხალი - 2-3 ც.

დაკონსერვებული ანანასი

 

მომზადება:

1.     კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, აურიეთ. ბანანი და ანანასი წვრილად დაჭერით, ფორთოხალი დაჭერით რგოლებად. ცალკე ჯამში არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ გახსნილი ჟელატინი.

2.     ტორტის ფორმის ძირში დააწყეთ ფორთოხლის რგოლები. ზემოდან დაასხით ბისკვიტის ცომი, რომელშიც წინასწარ დაამატეთ კრემის 1/3. შემდეგ ფენად დააწყეთ ბანანები, მერე ზემოდან ისევ ბისკვიტის ცომი არეული კრემის 1/3-თან. შემდეგ ანანასის ფენა. დაამთავრეთ ისევ კრემნარევი ბისკვიტით. ბოლოს ზედაპირს გადააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. აღნიშნული დროის შემდეგ ტორტი გამოიღეთ მაცივრიდან და გადმოაბრუნეთ ლანგარზე. ფორთოხლის რგოლები აღმოჩნდება ზემოდან.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა