რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ვაფლის ტორტი ჟოლოთი გამოცხობის გარეშე
ვაფლის ტორტი ჟოლოთი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

ვაფლის მზა ფენები - 1 შეფუთვა

კარაქი - 200 გ

სგუშჩონი - 1 ქილა

მოხარშული სგუშჩონი - 0,5 ქილა

ვანილის შაქარი - 1 პაკეტი

ჟოლო ან ნებისმიერი სხვა კენკრა (შეიძლება გაყინულიც)

პიტნა- სურვილისამებრ

 

მომზადება:

1.     კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, სგუშჩონი და მოხარშული სგუშჩონი. დაამატეთ ვანილი და აურიეთ ერთგვაროვნამდე.

2.     წაუსვით კრემი ვაფლის ფენებს და თითოეულს დააყარეთ ცოტაოდენი ჟოლო. ააწყეთ ტორტი. დატოვეთ რამდენიმე საათით, რომ კარგად გაიჟღენთოს კრემით და შემდეგ დაჭერით. სურვილისამებრ ზემოდან მორთეთ პიტნის ფოთლებით.

 

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა