რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მსუბუქი ლიმონის ნამცხვარი
მსუბუქი ლიმონის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 250 გ

კვერცხი - 3 ც.

ლიმონი - 2 ც.

კარაქი - 200 გ

შაქარი - 150 გ

ვანილის შაქარი - 1 პაკეტი

მარილი - მწიკვი

სოდა - 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი - 150 გ

 

მომზადება:

კარაქი კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი და კვერცხი. 

1 ც. ლიმონი კანიანად გახეხეთ და დაამატეთ კარაქისა და შაქრის ნარევს. კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა და ისევ კარგად აურიეთ.  

ღუმელის ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ ცომი. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. 

გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან. მეორე ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და გადაურიეთ შაქრის პუდრს. თბილ ნამცხვარს წაუსვით ლიმონის მინანაქარი და როცა გაგრილდება დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა