ინგრედიენტები:
კიბორჩხალის ჩხირები - 250 გ
კვერცხი - 2 ც.
რბილი ყველი - 150 გ
მაგარი ყველი - 150 გ
ნიორი - 2 კბილი
ზეთის ხილი (კურკის გარეშე) - 15 ც.
მაიონეზი - 2 ს.კ.
კამა - 1 კონა
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
კვერცხი მაგრად მოხარშეთ. გამოყავით ერთმანეთისგან ცილა და გული და ცალ-ცალკე გახეხეთ წვრილ სახეხზე.
ყველი და კიბორჩხალის ჩხირები გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და პრესში გატარებული ნიორი.
გადაურიეთ ერთმანეთში ყველი, ცილა, კიბორჩხალის ჩხირები, ნიორი და კამა. დაამატეთ მაიონეზი, მარილი და კარგად აურიეთ.
სადილის კოვზით აიღეთ მასა, დაიდეთ ხელისგულზე და შუაში ჩაუდეთ 1 ცალი ზეთის ხილი. შემდეგ გააკეთეთ ბურთულა და ამოავლეთ გახეხილ კვერცხის გულში. მომზადებული ბურთულები დააწყეთ თეფშზე, მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ საახალწლო სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!