
ინგრედიენტი:
პეჩენია - 100 გ
თხილი (ნებისმიერი: კეშიუ, არაქისი, ნიგოზი) – 80 გ
კარაქი - 2 ს.კ.
რძე - 1,5 ს.კ.
ჭარხალი - 1 ც.
ლიმონის წვენი - გემოვნებით
შაქარი - გემოვნებით
მომზადება:
1. ჭარხალი გარეცხეთ, გაფცქვენით და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დადეთ მარლაზე და გამოწურეთ წვენი.
2. ბლენდერში დააქუცმაცეთ პეჩენია და თხილი.
3. დაამატეთ დარბილებული კარაქი და რძე. კარგად აურიეთ.
4. ამ ნარევისგან გააკეთეთ ბურთულები (დაახლოებით 11 ცალი).
5. ჭარხლის წვენში დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
6. მთლიანად ჩააწეთ წვენში ბურთულები და რამდენჯერმე გადააბრუნეთ. მაგრამ არ დატოვოთ დიდი ხნით - დაიშლება!
7. შემდეგ ამოავლეთ თითოეული ბურთულა შაქარში.
8. შედგით მაცივარში გასამაგრებლად.
გემრიელად მიირთვით!