ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ჭიქა
გაყინული წყალი - 0,5 ჭიქა
საქონლის ფარში - 400 გ
ხახვი (დიდი ზომის) – 1 ც.
მაიონეზი - 1 ს.კ.
მცენარეული ზეთი - 1 ჩ.კ.
მარილი - გემოვნებით
პილპილი - 1 ჩ.კ.
მომზადება:
1. ფქვილს დაასხით გაყინული წყალი და მოზილეთ ცომი. დაამატეთ მწიკვი მარილი. დატოვეთ ცომი 30 წუთით.
2. სანამ ცომი „ისვენებს“, მოამზადეთ შიგთავსი. ფარშს დაამატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი, პილპილი, მარილი და მაიონეზი.
3. ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად, როგორც პელმენებისთვის. გამოჭერით რგოლები და დააწყეთ შუაში ცოტაოდენი ფარში, გადაკეცეთ ცომი და ნაპირები სილამაზისთვის შეაერთეთ ჩანგლის დახმარებით.
4. პანცეროტი შეწვით გახურებულ ზეთიან ტაფაზე 2-3 წუთის განმავლობაში ყოველი მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!