ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 1 კგ
დაკონსერვებული ანანასის რგოლები - 1 ქილა
მაგარი ყველი - 200 გ
კვერცხი - 2 ც.
პილპილი, მარილი - გემოვნებით
მომზადება:
ფილე დაჭერით თხელ ფირფიტებად და დაბეგვეთ. დააყარეთ მარილი, პილპილი.
კვერცხი ათქვიფეთ და ამოავლეთ მასში თითოეული დაბეგვილი ნაჭერი. შეწვით ორივე მხრიდან მზადყოფნამდე. როდესაც გადააბრუნებთ მეორე მხარეს, დაახურეთ თავსახური.
მომზადებულ ქათმის ხორცს დაადეთ თითო-თითო ანანასის რგოლი. შემდეგ ზემოდან მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი და შედგით გახურებულ ღუმელში ყველის გადნობამდე.
გემრიელად მიირთვით!