რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / უგემრიელესი ტორტი „პრაღა“
უგემრიელესი ტორტი „პრაღა“

ინგრედიენტები:

ცომი:

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 1 ჭიქა

არაჟანი - 1 ჭიქა

სგუშჩონი - 0,5 ქილა

კაკაო - 2-3 ს.კ.

სოდა ძმრით - 1 ჩ.კ.

ფქვილი - 1 ჭიქა

 

კრემი:

კარაქი - 200 გ

სგუშჩონი - 0,5 ქილა

 

მინანქარი:

შავი შოკოლადის ფილა - 1 ც.

კარაქი - 50 გ

 

მომზადება:

1.     კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ერთგვაროვნამდე. დაამატეთ არაჟანი, სგუშჩონი, კაკაო, ფქვილი, სოდა ძმრით.

2.     ფორმას წაუსვით კარაქი და, ერთ ფენაზე 5-6 კოვზის ანგარიშით, გამოაცხეთ ფენები 180 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

3.     წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი და მოამზადეთ მინანქარი.

4.     კრემისთვის აურიეთ ერთმანეთში სგუშჩონი და კარაქი. წაუსვით გაგრილებულ ფენებს და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. ტორტი დატოვეთ 2-3 საათით, რათა კრემი კარგად გაუჯდეს ბისკვიტს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა