რეცეპტები / აზიური სამზარეულო / მადისაღმძვრელი და არომატული კარტოფილის ხვეულა
მადისაღმძვრელი და არომატული კარტოფილის ხვეულა

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 200 გ

ფქვილი - 100 გ

მარილი - გემოვნებით

გახეხილი მაგარი ყველი - 6 ს.კ.

ზეთი - 150 მლ

 

მომზადება:

გააკეთეთ კარტოფილის პიურე, დაამატეთ გახეხილი ყველის ნახევარი, მარილი, ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი.                                                                                                                                                             ცომი გააბრტყელეთ მრგვალად (გააკეთეთ წრის ფორმა) 0,5 სმ სისქის და დაჭერით თანაბარ სექტორებზე.        

                                                                                                                                                 თითოეული სექტორის  განიერ ნაპირთან დადეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და დაახვიეთ წვეტიანი ნაპირისკენ.  შეწვით ხვეულა ფრიტიურში ოქროსფრამდე.     


მომზადებული ხვეულები დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.  შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი: ყველი, კვერცხი, ლორი და ა.შ.


გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა