რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ - ყველაზე საყვარელი ტორტი ბავშვობიდან!
სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ - ყველაზე საყვარელი ტორტი ბავშვობიდან!

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 125 გ

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 125 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

კაკაო - 8 ს.კ.

 

სუფლე:

ცილა - 5 ც.

ჟელატინი - 10 გ

შაქრის პუდრი - 300 გ

წყალი - 100 გ

 

მინანქარი:

შავი შოკოლადი - 150 გ

კარაქი - 100 გ

 

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, სოდა და კაკაო. მოზილეთ ერთგვაროვნამდე და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. 

ჟელატინი დაალბეთ 100 გ წყალში 10 წუთით. გააცხელეთ სრულ გახსნამდე და გააგრილეთ. 

ცილები ათქვიფეთ მაგარ ქაფში. თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი და თქვიფეთ კრემის სისქემდე. არ შეაჩეროთ თქვება და ისე დაამატეთ ჟელატინი.                     

გამომცხვარი ფენა გაჭერით 2 ნაწილად. ლანგარზე დადეთ ბისკვიტის ერთი ნაწილი (შეიძლება დანამოთ ლიქიორით), ზემოდან გაანაწილეთ სუფლე და დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. შედგით მაცივარში სუფლეს შესქელებამდე.       

მინანქარისთვის დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით ერთგვაროვნამდე გააცხელეთ კარაქი და შოკოლადი. გააგრილეთ. როცა სუფლე შესქელდება, გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით! 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა