რეცეპტები / სასმელი / ცხელი შოკოლადი ფრანგულად - გაულამაზეთ ერთმანეთს ცხოვრება
ცხელი შოკოლადი ფრანგულად - გაულამაზეთ ერთმანეთს ცხოვრება

აციებისთანავე, ფრანგები წითელი ღვინის წრუპვას თავს ანებებენ, კაფეებში იყრიან თავს და ცხელ შოკოლადს მიირთმევენ კრეპებთან ერთად. ნამდვილი ფრანგული ცხელი შოკოლადი კი ასე მზადდება

საჭირო მასალა:

3 ჭიქა რძე

1 ჭიქა 35%-იანი არაჟანი

¼ ჭიქა შაქარი

200გრ შავი შოკოლადი

მწიკვი მარილი

1 შეკვრა ვანილი

მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ 2 ჭიქა რძე და არაჟანი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. მეორე ქვაბში კი ჩავყაროთ შოკოლადი და შაქართან და მარილთან ერთად გავადნოთ. 

მიღებულ მასას დავუმატოთ ერთი ჭიქა რძე და ვანილი. ეს ყველაფერი დავუმატოთ რძისა და არაჟნის ნაზავს. კარგად ავურიოთ და დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოვასხათ ჭიქებში.

არაჟანი ცხელ შოკოლადს განსაკუთრებულ სინაზეს სძენს. ხშირად მის ნაცვლად, სახამებელს იყენებენ.

ფრანგები ხშირად ცხელ შოკოლადში ამატებენ თაფლს, ვისკის, ყავას ან ლიქიორს.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა