რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ყაბაყის კატლეტი ფარშით
ყაბაყის კატლეტი ფარშით

ინგრედიენტები:

ნებისმიერი ფარში - 300-400 გ

ყაბაყი - 1 ც. საშუალო ზომის

კვერცხი - 2 ც.

მანანის ბურღული - 1-2 ს.კ.

მარილი - 0,5 ჩ.კ.

ფქვილი ან საფანელი

პილპილი

ზეთი შესაწვავად

 

მომზადება:

ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. წვენი, რომელიც გამოუშვა ყაბაყმა, გადაასხით. გადაურიეთ ყაბაყი ფარშს, კვერცხსა და მანანის ბურღულს. დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. დატოვეთ 15 წუთით იმისათვის, რომ  მანანის ბურრული გაჯირჯვდეს.

სველი ხელით გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში და შეწვით გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა