რეცეპტები / ქართული სამზარეულო / კარტოფილის შებრაწულა: შედევრი პროდუქტებისგან, რომლებიც ყოველთვის ხელთ გაქვთ!
კარტოფილის შებრაწულა: შედევრი პროდუქტებისგან, რომლებიც ყოველთვის ხელთ გაქვთ!

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 1,5 კგ

ფარში - 0,5 კგ

ფქვილი - 100 გ

ხახვი - 1 დიდი თავი

ნიორი - 3-4 კბილი

ყველი - 400 გ

ტომატის პასტა - 2 ს.კ.

კვერცხი - 2 ც.

მწვანე ხახვი

კარაქი (ფორმის მოსასმელად)

მარილი, პილპილი

 

მომზადება:

ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთზე ტაფაში. დაამატეთ ფარში და შუშეთ 15წუთი. დაამატეთ ტომატის პასტა, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გადმოდგით.          

გახეხეთ ყველი და კარტოფილი. კვერცხს ოდნავ დააყარეთ მარილი და ათქვიფეთ.                                  

მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. გადაურიეთ ერთმანეთში კარტოფილი, ხახვი, კვერცხი, გახეხილი ყველის ნახევარი და ფქვილი.                                                        

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ღუმელის ფორმას წაუსვით კარაქი და დადეთ ცომის ნახევარი. ზემოდან დაადეთ ფარში და შემდეგ ისევ ცომი. მოაყარეთ ყველი და შედგით ღუმელში 40-45 წუთით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა