
ინგრედიენტები:
სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი - 5 ს.კ.
რძე - 5 ს.კ. + 100 მლ
კვერცხი - 1 ც.
შაქარი - 2 ს.კ. + გემოვნებით
კაკაო - 3 ს.კ.
სოდა - 0,5 ჩ.კ.
ხაჭო - 250 გ
ვანილი - გემოვნებით
ჟელატინი - 10 გ
მომზადება:
შვრიის ფანტელი,
5 ს.კ. რძე, კვერცხი, 2 ს.კ. შაქარი, კაკაო და სოდა. ათქვიფეთ ერთგვაროვნამდე და გადაიღეთ
ფორმაში. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით 900 ვტ სიმძლავრეზე (შეიძლება გაზქურის
ღუმელშიც). მიღებული ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად.
ჟელატინს დაასხით ცივი რძე და გააჩერეთ 5 წუთი.
ათქვიფეთ ხაჭო და შაქარი. მუდმივი მორევით, გააცხელეთ ჟელატინიანი რძე ჟელატინის სრულ გახსნამდე. არ აადუღოთ! წვრილი ნაკადით დაამატეთ ეს ნარევი ხაჭოს ნარევს და ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვნამდე. ბისკვიტის ერთი ნაწილი მოათავსეთ ფორმაში, მოასხით ხაჭოს ნარევი და ზემოდან დაადეთ ბისვიტის მეორე ნაწილი. შედგით მაცივარში ხაჭოს ფენის სრულ შესქელებამდე.
გემრიელად მიირთვით!