
ინგრედიენტები:
რბილი კარაქი - 125 გ
კვერცხი (დიდი)- 2 ც.
შაქრის პუდრი - 3/4 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ.კ.
სიმინდის ფქვილი - 1 ს.კ.
რძე - ¼ ჭიქა
ვანილი
მომზადება:
1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ მიქსერით 4-5 წუთის განმავლობაში.
2. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მასში გადაიღეთ ცომი.
3. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!