ინგრედიენტები:
ფარში - 500 გ
კვერცხი - 1 ც.
პურის ნამცეცები - 10 გ
ნაღები - 10 გ
ხახვი - 2 ც.
მარილი - 1 ს.კ.
პილპილი - ¼ ჩ.კ.
ყვითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც.
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც.
მომზადება:
პურის ნამცეცებს დაასხით ნაღები და დატოვეთ 30 წუთით.
ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთის მცირე რაოდენობაში.
გადაურიეთ ერთმანეთში ფარში, მოშუშული ხახვი, კვერცხი, მარილი, პილპილი და ნაღებიანი ნამცეცი. გააკეთეთ გუფთები და შეწვით ყველა მხრიდან ცხელ ზეთში.
გადაიღეთ ფორმაში, დაამატეთ ხახვი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მარილი და პილპილი. დაამატეთ წყალი და მოშუშეთ მზადყოფნამდე. სურვილისამებრ შეიძლება დაამატოთ ტომატის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!