
ინგრედიენტები:
არაქისი -1 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
შაქარი - 3,5 ჭიქა
კარაქი - 80 გ
მომზადება:
ქვაბში ჩაასხით რძე და დაამატეთ 3 ჭიქა შაქარი. ხარშავთ 30 წუთის განმავლობაში მუდმივი მორევით.
არაქისი მოხალეთ მშრალ ტაფაზე ოქროსფრამდე, რათა კანი ადვილად მოცილდეს.
დარჩენილი შაქარი გადმოყარეთ მშრალ ტაფაზე და ხარშეთ მანამდე, სანამ არ გახდება ყავისფერი. მიღებული კარამელი დაამატეთ რძის ნარევს და ხარშეთ მზადყოფნამდე დაახლოებით ერთი საათი. დაამატეთ კარაქი.
ფორმის ძირს გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიღეთ მასზე არაქისი. მოასხით მომავალი შერბეტი და დადგით გრილ ადგილას შესასქელებლად. შესქელებული შერბეტი დაჭერით ნაჭრებად და მიირთვით.