ინგრედიენტები:
მოხარშული ჭარხალი - 300 გ
კვერცხი - 2 ც.
მაგარი ყველი - 90 გ
მჟავე კიტრი - 1 ც.
მაიონეზი - 3 ს.კ.
მდოგვი - 1 ჩ.კ.
ნიგოზი - 90 გ
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი დაჭერით კუბებად, მასევე დაჭერით მოხარშული კვერცხი, კიტრი და ყველი. ნიგოზი წვრილად დაჭერით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთში, დააყარეთ მარილი და პილპილი.
მაიონაზში დაამატეთ მდოგვი, აურიეთ და შეკაზმეთ სალათი.
გემრიელად მიირთვით!