რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / იტალიური სამზარეულო: კარტოფილის ნიოკი
იტალიური სამზარეულო: კარტოფილის ნიოკი

ინგრედიენტები:

3 საშუალო ულუფაზე:

0,5 კგ კანიანად შებრაწული კარტოფილი

150 გ ფქვილი

1 კვერცხი

მარილი გემოვნებით

 

მომზადება:

1.     კარტოფილი გახეხეთ სახეხზე.

2.     დააყარეთ მარილი და დაამატეთ კვერცხი. კარგად აურიეთ.

3.     სამუშაო დაფაზე დააყარეთ ფქვილი და კარტოფილის მასა აურიეთ ფქვილთან.

4.     ცომი გამოდის არაპლასტიკური, ამიტომ ნიოკის მომზადების პროცესში ცოტ-ცოტა კიდევ დაამატეთ ფქვილის საჭირო რაოდენობა.

5.     გაყავით ცომი 5 ნაწილად.

6.     თითოეული ნაწილისგან გააკეთეთ „ძეხვის“ ფორმა დიამეტრით 1,5 სმ.

7.     დაჭერით 1,5 სმ ნაჭრებად.

8.     თითოეულ ნაჭერს გადაატარეთ ჩანგლის კბილანები, რათა მიიღოთ დაგოფრილი ზედაპირი.

9.     ჩაუშვით ნიოკი მარილიან მდუღარე წყალში. ნიოკი იხარშება 2 წუთი. როგორც კი ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე, უკვე მზად არის.

10.  სუფრასთან მიტანის წინ მოასხით კარაქი, არაჟანი, გახეხილი ყველი ან ნებისმიერი სოუსი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა