
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
სტაფილო - 250 გ
დაფქული გერკულესი - 8 ს.კ.
კვერცხის ცილა - 2 ც.
თაფლი - 1 ს.კ.
ქოქოსის ფანტელი - 1 ს.კ.
კრემისთვის:
რძე - 300 მლ
კვერცხის გული - 2 ც.
ხაჭო - 150 გ
თაფლი - გემოვნებით
მომზადება:
კვერცხის ცილებს ცოტათი მოაყარეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერით, სანამ არ მიიღებთ მკვრივ ქაფს.
გერკულესის ფქვილი, ქოქოსის ფანტელი, გახეხილი სტაფილო და თაფლი აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ ცილას. კარგად აურიეთ. ღუმელის ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და გაანაწილეთ მასზე ცომი. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გადააბრუნეთ ბისკვიტი და ისევ შედგით გამოსაცხობათ მხოლოდ 5 წუთით.
ბისკვიტი გააგრილეთ და დაჭერით რომბებად.
კრემისთვის: რძეში დაამატეთ კვერცხის გულები, დადგით ნელ ცეცხლზე და, მუდმივი მორევით, მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, ცოტათი გააგრილეთ, დაამატეთ თაფლი და ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვნამდე. სრული გაგრილების შემდეგ დაამატეთ ხაჭო და ისევ ათქვიფეთ. დაჭრილ ნამცხვარს წაუსვით კრემი, დაადეთ ერთმანეთს (სურვილისამებრ 2 ან 3 ფენა) და მთელი ღამით შედგით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!