რეცეპტები / გამორჩეული გემო / ლუდში დამარინადებული ხორცი ძველებური რეცეპტის მიხედვით - არაჩვეულებრივი გემო!
ლუდში დამარინადებული ხორცი ძველებური რეცეპტის მიხედვით - არაჩვეულებრივი გემო!

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი - 1 კგ

ღია ფერის ლუდი - 0,5 ლ

ხახვი- 2 ც.

მწარე წიწაკა - 1 ც.

ნიორი - 3 კბილი

მწვანილი - გემოვნებით

ბეგქონდარა - გემოვნებით

პილპილი, მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

ხორცი დაჭერით, დაასხით ლუდი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ბეგქონდარა და მარილი. დატოვეთ დასამარინადებლად 1 საათით.      

ხახვი დაჭერით რგოლებად. წიწაკა და მწვანილი წვრილად დაჭერით. 

ხორცი შეწვით ტაფაზე ოქროსფერ ქერქამდე. შემდეგ გადმოიღეთ და იგივე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ წიწაკა და მწვანილი და შუშეთ 10 წუთის განმავლობაში. 

შემდეგ დაამატეთ შემწვარი ხორცი მარინადთან ერთად. მარინადმა უნდა მთლიანად დაფაროს კერძი. საჭიროებისამებრ დაამატეთ ლუდი.          

ტაფას გადააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა