რეცეპტები / ქართული სამზარეულო / პრასი ნიგვზით
პრასი ნიგვზით

საჭირო მასალა:

პატარა თავიანი პრასი - 1 კგ

ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა

ნიორი - 4 კბილი

ქინძი - ½ კონა

ძმარი - 2 სუფრის კოვზი

დანაყილი ზაფრანა - ½ ჩაის კოვზი

წიწაკა, მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ადუღებულ მარილწყალში მოხარშეთ დარჩეული პრასი, გადაწურეთ წყალი, გააცივეთ და ხელით გაწურეთ. თითოეული პრასის თავს მოახვიეთ თავისივე ფოჩი და შეკარით კონად.

ნიგოზი ნიორთან ერთად ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. დაუმატეთ წიწაკა, ფაზრანა, მოასხურეთ ცხელი წყალი და სრისეთ ხელით, ვიდრე ზეთი არ გამოუვა. 

გამოხდილი ზეთი გადაწურეთ ჭიქაში, ხოლო ნიგოზს დაუმატეთ დანაყილი ქინძი, მარილი, გახსენით ძმარში და ამოავლეთ მასში პრასის კონები. შემდეგ დააწყვეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით გამოხდილი ნიგვზის ზეთი. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა