რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / კარტოფილი ფრანგულად - უკეთეს ვახშამს ვერც მოიფიქრებთ
კარტოფილი ფრანგულად - უკეთეს ვახშამს ვერც მოიფიქრებთ

ინგრედიენტები:

კარტოფილი, საშუალო ზომის - 6 ც.

ხახვი - 3 ც.

კარაქი - 2-3 ს.კ.

გამხმარი მწვანილები: რეჰანი, პიტნა, როზმარინი, კამა

მარილი

 

მომზადება:

კარტოფილი დაჭერით თხელ ფირფიტებად, დაახლოებით 0,5 სმ სისქის. იგივე გაიმეორეთ ხახვთან. ყველაფერი გადაიღეთ კარაქით მოსმულ ღუმელის ფორმაზე, კარტოფილი და ხახვი დააწყეთ რიგრიგობით. დააყარეთ მარილი და გამხმარი მწვანილები. ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი. შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1,5 საათი. დასაწყისში შეიძლება დააფაროთ ფოლგა, შუა მზადების დროს კი მოხსნათ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა