ინგრედიენტები:
პომიდორი - 2,5 კგ
ბულგარული წიწაკა - 1 კგ
ყაბაყი - 2 კგ
ნიორი - 200 გ
მარილი - 2 სავსე ს.კ.
შაქარი - 200 გ
მცენარეული ზეთი - 200 გ
ძმარი 9% - 100 გ
მომზადება:
პომიდორი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ კუბებად დაჭრილი ყაბაყი. დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი. დადგით მოსაშუშად. 30 წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად და გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ძმარი. როცა ადუღდება, მოშუშეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაანაწილეთ სტერილიზირებულ ქილებში და მოხუფეთ.
გემრიელად მიირთვით!