რეცეპტები / ცომეული / ხაჭოს პონჩიკები, რომლებიც 10 წუთში მზადდება
ხაჭოს პონჩიკები, რომლებიც 10 წუთში მზადდება

ინგრედიენტები:

ცხიმიანი ხაჭო - 250 გ

ფქვილი - 5 ს.კ. (150 გ)

კვერცხი - 1 ც.

შაქარი - 5 ჩ.კ. (50 გ)

სოდა - 1 ჩ.კ.

დაფქული დარიჩინი - 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი - მოსაყრელად

ზეთი - ფრიტიურისთვის

 

მომზადება:

ხაჭო გასრისეთ. კვერცხი ათქვიფეთ ქაფში შაქართან და დარიჩინთან ერთად. დაამატეთ ხაჭო, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გააბრტყელეთ ცომი და მიეცით „ძეხვის“ ფორმა. დაჭერით კაკლის ზომის ნაჭრებად და გააკეთეთ ბურთულები.                       ფრიტიურისთვის გააცხელეთ ზეთი და ჩაუშვით პონჩიკების რამდენიმე ბურთულა სანამ არ გახდება ოქროსფერი. ამოიღეთ ქაფქირით და დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი. შემდეგ ჩაუშვით პონჩიკების შემდეგი პარტია. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა