ინგრედიენტები:
ღორის ხორცი - 3 კგ
ნიორი - 8 კბილი
პილპილი - 0,5 ჩ.კ.
წყალი - 0,5 ჭიქა
მარილი - 1 ჩ.კ.
მომზადება:
დანაყული ნიორი აურიეთ პილპილთან და მარილთან. დაასხით წყალი და დატოვეთ 1 საათით. შემდეგ ეს მარინადი წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან, დარჩენილი სითხე აავსეთ შპრიცში და რამდენიმე ადგილას შეუშვით ხორცში.
ღუმელის ფორმას გადააფარეთ ფოლგა და ზედ დადეთ ხორცი. შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე. პერიოდულად მოასხით წვენით, რომელსაც შებრაწვის დროს გამოყოფს ხორცი.
გემრიელად მიირთვით!