რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ხილის ნაზი ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება
ხილის ნაზი ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

ინგრედიენტი:

ვაშლი - 200 გ

შვრიის ფანტელი (გერკულესი) – 180 გ

ჩირი (ლეღვი, ფინიკი) – 100 გ

ბანანი - 220 გ

 

კრემი:

რბილი ხაჭო - 500 გ

ნატურალური იოგურტი - 300 გ

თაფლი - 20 გ

მსხალი - 150 გ

 

მომზადება:

ჩირი წვრილად დაჭერით, შვრიის ფანტელი დაფქვით, ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კარგად აურიეთ.                                                                                                                                                                      

ბანანი ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ დაამატეთ მასას. 

მასა თანაბრად გადაიღეთ ღრმა ფორმაში, რომელსაც ეხსნება გვერდები, და შედგით მაცივარში.              

ხაჭო, თაფლი და იოგურტი გადაურიეთ ერთმანეთში. მსხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაამატეთ კრემის მასაში.          

მასა გამოიღეთ მაცივრიდან და წაუსვით ხაჭოს კრემი. სურვილისამებრ ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, თხილი ან კენკრა.    

შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით ფორმას მოაშორეთ გვერდები და შეგიძლიათ დატკბეთ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა