
ინგრედიენტები:
ფორთოხალი - 1 კგ
ყავისფერი შაქარი - 400 გ
წყალი - 100 მლ
მომზადება:
ფორთოხალი გარეცხეთ და დამდუღრეთ. დაჭერით რგოლებად დაახლოებით 0,5 სმ სისქის. ღრმა ტაფის ძირში დააყარეთ შაქრის ნაწილი, დააწყეთ ფორთოხალი და გაიმეორეთ ფენები. ბოლო ფენა უნდა იყოს შაქრის. დაამატეთ წყალი, დააფარეთ ტაფას თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 2 საათი. თუ საჭირო იქნება დაამატეთ წყალი.
გემრიელად მიირთვით!