
ინგრედიენტი:
კაკაო- 3 ს.კ.
შაქრის პუდრი - ½ ჭიქა
რძე - ½ ჭიქა
კარაქი - 1,5 ს.კ.
ვანილი - მწიკვი
მომზადება:
კაკაო გადაურიეთ შაქრის პუდრს და დაამატეთ თბილი რძე. კარგად აურიეთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი და მწიკვი ვანილი. კარგად გადასრისეთ. ვინაიდან მინანქარი სწრაფად ცივდება, გააკეთეთ ის უშუალოდ გამოყენებამდე.