საჭირო მასალა:
ინდაური ან ბატი - 1 ცალი
ერბო ან კარაქი- 1 ს/კ
ვაშლი - 2 ცალი
კომში- 2 ცალი
მარილი და წიწაკა გემოვნებით- გემოვნებით
მომზადება:
კარგად გაწმენდილ, გამოშიგნულ და გარეცხილ ინდაურს ან ბატს მოვაყაროთ მარილი ზომიერად- როგორც გარედან, ისე შიგნიდან. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაფქული წიწაკაც გამოიყენოთ.
მუცლის ღრუში ჩავტენოთ 2 კილოგრამი გაფრცქვნილი და დაჭრილი ვაშლი და კომში და ამოვკეროთ, რადგან ცხობისას შეგთავსი არ გადმოიყაროს. თუ ინდაური (ბატი) ძალიან მსუქანი არაა, მოვასხათ ზემოდან ერთი კოვზი ერბო ან კარაქი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი, შეწვის დროს კი ხშირად დავასხათ თავისივე წვენი ან ერბოიანი წყალი. როდესაც კარგად დაიბრაწება, ტემპერატურას დავუკლოთ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გავსინჯოთ ჩანგლით და თუ მზადაა, გადმოვიღოთ თეფშზე. შეგიძლიათ მზა ინდაურს (ბატს) გარეთა ნაწილები შემოაჭრათ და ლანგარზე ლამაზად დააწყოთ. დარჩენილ ნაწილში კი შეგიძლიათ კოვზი ჩადოთ, რათა სტუმრებს მისი მირთმევა გაუადვილდეთ.
უმჯობესია, თუ ახალმომზადებულ კერძს მაშინვე მიირთმევთ. უხდება წითელი ღვინო. დარჩენილ ცხიმში შეგიძლიათ შეწვათ კარტოფილი და გარნირად გამოიყენოთ.
მორთეთ ბროწეულით ან მწვანილით.