ინგრედიენტები:
საქონლის ან ქათმის ფარში - 500 გ
ხახვი - 1 ც.
სტაფილო - 1 ც.
კვერცხი - 2 ც.
მაიონეზი - 30 გ
ზეთი - 30 მლ
საფანელი - 30 გ
გამხმარი რეჰანი - 2 გ
გამხმარი ქინძი - 2 გ
მარილი და პილპილი
მომზადება:
ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
ფარშში დაამატეთ რეჰანი და ქინძი, მარილი და პილპილი. საფანელი გადაურიეთ კვერცხსა და მაიონეზს და დაამატეთ ფარშს. შემდეგ დაამატეთ მოშუშული ხახვი და სტაფილო.
ფარშისგან გააკეთეთ ბატონი და გადაახვიეთ ფოლგაში.
შებრაწეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!