
ინგრედიენტები:
ფქვილი - 250 გ
გოგრის რბილობი - 750 გ
კვერცხი - 3 ც.
ქოქოსის რძე - 400 მლ
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
შაქარი - 50 გ
კარაქი - 100 გ
კარაქი ფორმის მოსასმელად
შაქრი პუდრი მოსაყრელად
მომზადება:
გოგრა დაჭერით 1 სმ ნაჭრებად და შებრაწეთ ღუმელში ან მოხარშეთ ორთქლზე. გამზადებული გოგრა დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე და გააციეთ.
ქოქოსის რძე მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ ვანილის შაქარი და გააცხელეთ შაქრის სრულ გახსნამდე. გააციეთ.
გოგრის პიურეში დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და ყოველი კვერცხის შემდეგ საგულდაგულოდ აურიეთ. თანდათან დაამატეთ ქოქოსის რძე და დარბილებული კარაქი. კარგად აურიეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
გადაიღეთ ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 1,5-2 საათი. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერით. გამოიღეთ კექსი ღუმელიდან და როცა გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან. მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!