ინგრედიენტები:
ქათმის მკერდის ნაწილი - 2 ც.
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
მარინადისთვის:
1 ლიმონი, ცედრა და წვენი
გამხმარი რეჰანი - 1 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
ნიორი - 4 კბილი
მარილი - ½ ჩ.კ.
მომზადება:
მარინადისთვის აურიეთ ერთმანეთში ლიმონის ცედრა და წვენი, რეჰანი, მარილი, ზეითუნის ზეთი და დაჭყლეტილი ნიორი. მიღებული მარინადი მოასხით ქათმის ხორცს და შედგით მაცივარში 1-2 საათით. ხორცი გამოიღეთ მაცივრიდან მომზადებამდე 30 წუთით ადრე.
ქათმის ხორცი ამოიღეთ მარინადიდან, მარინადის ნარჩენები მოაშორეთ ქაღალდის ხელსახოცით და შედგით შესაბრაწად გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!