რეცეპტები / ქართული სამზარეულო / ნიგვზიანი ბადრიჯანის რულეტები
ნიგვზიანი ბადრიჯანის რულეტები

საჭირო მასალა:

ბადრიჯანი- 1კგ

ნიგოზი- 1 ჩაისჭიქა

ნიორი- 2-3 კბილი

ზეთი- ½ ჩაისჭიქა

კაკალი - 1 ჩაის კოვზი

ზაფრანა- 1 ჩაისკოვზი

მწვანილი - ნახევარ-ნახევარი კონა

მარილი- გემოვნებით

მომზადება:

კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე ჩაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოცილდეს. შიგ ჩაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე.

შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ. დანაყეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი, შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და გაგლისეთ ძმარში. 

ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური, შემდეგ კი ამ საკმაზით ამოავსეთ ბადრიჯანი. შეგიძლიათ რულეტის მსგავსად დაახვიოთ და ისე მიიტანოთ სუფრაზე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა