ინგრედიენტები:
აჯიკა - 3 გ
მარილი
ნიგოზი - 200 გ
ბულგარული წიწაკა - 2 ც.
ქინძი - 1 კონა
წყალი - დაახლოებით 60 მლ
მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.
მისართმევად:
ქინძის ფოთლები
პატარა ცხარე წიწაკა
ბროწეულის მარცვლები
მომზადება:
წიწაკას მოაცილეთ თესლი, გარეცხეთ, გააშრეთ და გაჭერით ოთხად. მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 2 წუთით. შემდეგ წიწაკა გადაიღეთ თუშფალანგზე და საგულდაგულოდ გააშრეთ.
ტაფაში გააცხელეთ ზეთი და ძლიერ ცეცხლზე დარბილებამდე შეწვით წიწაკა ორივე მხრიდან. შემდეგ გადაიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. გააციეთ და მოაცილეთ კანი.
მოამზადეთ შიგთავსი: გადაურიეთ ერთმანეთში აჯიკა, გატარებული ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ქინძი, წყალი. აურიეთ და საჭიროებისამებრ უყავით მარილი.
შიგთავსის მცირე ნაწილი დადეთ წიწაკაზე და გადაახვიეთ რულეტში. ასეთი წესით დაახვიეთ სხვა წიწაკებიც. სუფრასთან მისატანად, დააწყეთ წიწაკის მინი-რულეტები თეფშზე და მორთეთ ბროწეულის მარცვლებით, ქინძის ფოთლებითა და ცხარე წიწაკის პატარა ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!