რეცეპტები / გამორჩეული გემო / თქვენ დღემდე მავნე ჩიფსებს მიირთმევთ? მოამზადეთ სასარგებლო და არა ნაკლებ გემრიელი ხრაშუნა სნეკები!
თქვენ დღემდე მავნე ჩიფსებს მიირთმევთ? მოამზადეთ სასარგებლო და არა ნაკლებ გემრიელი ხრაშუნა სნეკები!

ინგრედიენტები:

მაგარი ყველი - 150 გ

ფქვილი - 220 გ

კარაქი - 120 გ

რძე ან წყალი - 4 ს.კ.

¼ ჩ.კ. მარილი

 

მომზადება:

ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსამდე.

ფქვილი, მარილი, კარაქი, გახეხილი ყველი გასრისეთ ნამცეცებად. დაამატეთ 4 ს.კ. რძე ან წყალი და კიდევ ერთხელ მოზილეთ.                         

ცომისგან გააკეთეთ გუნდა. მოაგლიჯეთ მას რაღაც ნაწილი და დანარჩენი შედგით მაცივარში. გააბრტყელეთ ცომი ძალიან ბრტყლად - 2 მმ.   

გამოჭერით ფორმის დახმარებით ფიგურები ან უბრალოდ დაჭერით კვადრატებად.       

დააწყეთ ფიგურები ღუმელის ტაფაზე და გამოაცხეთ 10 წუთის განმავლობაში 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში სანამ სნეკების ძირი არ შეიბრაწება, ზედა ნაწილი კი აღარ იქნება რბილი. სანამ იბრაწება პირველი პარტია, გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და ყველაფერი იგივე გაიმეორეთ, სანამ ბოლომდე არ გამოიყენებთ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა