რეცეპტები / გამორჩეული გემო / უგემრიელესი და ნაზი სოჩნიკები
უგემრიელესი და ნაზი სოჩნიკები

ინგრედიენტები:

ფქვილი - 1,5 ჭიქა

შაქარი - 1/3 ჭიქა

კარაქი - 75 გ

არაჟანი - 3 ს.კ.

კვერცხი - 1 ც.

მწიკვი მარილი

სოდა - ¼ ჩ.კ.

1 კვერცხის გული მოსასმელად

 

შიგთავსისთვის:

ხაჭო  9% - 150 გ

შაქარი - 1 ს.კ.

ფქვილი - 1 ს.კ.

არაჟანი 1 ს.კ.

1 ცილა

 

მომზადება:

1.     საშუალო ზომის ჯამში ხის კოვზით გასრისეთ კარაქი. დაამატეთ შაქარი, კვერცხი, მარილი, არაჟანი და კარგად აურიეთ.

2.     გაცერით ფქვილი, დაამატეთ სოდა, ჩაყარეთ კარაქის ნაზავში და სწრაფად მოზილეთ ცომი, არა უმეტეს 1 წუთისა.

3.     შიგთავსისთვის: აურიეთ ხაჭო და შაქარი, დაამატეთ არაჟანი, ცილა და ბოლოს ფქვილი.

4.     გამზადებული ცომი მოათავსეთ სამუშაო დაფაზე და ოდნავ მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ 7-8 მმ სისქემდე და ფორმის ან ჭიქის დახმარებით ამოჭერით 10 რგოლი.

5.     რგოლის ნახევარზე (ბოლომდე არ მიხვიდეთ ნაპირამდე) დადეთ ხაჭოს შიგთავსი, დაადეთ რგოლის მეორე ნახევარი და ოდნავ მიაჭერეთ თითებით ნაპირებს. გადაიღეთ სოჩნიკები პერგამენტით დაფარულ ღუმელის ტაფაზე და ზემოდან წაუსვით კვერცხის გული.

6.     შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა