რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / იტალიური გუფთები - ხორცის მომზადების უჩვეულო წესი
იტალიური გუფთები - ხორცის მომზადების უჩვეულო წესი

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი - 900 გ

ბატონი - ¼

რძე - 1 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

პარმეზანი ან მაგარი ყველი  - ½ ჭიქა

მოცარელა ან ჭყინტი ყველი - 150 გ

პომიდორი - 4 ც.

ოხრახუში - 1 კონა

ნიორი - 4 კბილი

წითელი წიწაკა - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.

რეჰანი - 1 კონა

მარილი - 1,5 ჩ.კ.

 

მომზადება:

ბატონს დაასხით რძე.    

კვერცხი ათქვიფეთ და დაამატეთ საქონლის ფარშს. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი პარმეზანი ან რომელიმე მაგარი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, წიწაკა, მარილი და საგულდაგულოდ აურიეთ. შემდეგ დაამატეთ რძიანი ბატონი და ისევ კარგად აურიეთ ფარში.

ფარშს მიეცით ბურთულების ფორმა და თითოეულ ბურთულაში გააკეთეთ ჩაღრმავებები, სადაც მოათავსეთ მოცარელას ან ჭყინტი ყველის პატარა ნაჭერი. ბურთულები დააწყეთ ღუმელის ტაფაზე და შებრაწეთ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

სოუსისთვის: ტაფაზე გააცხელეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 3 კბილი ნიორი, წიწაკა და მოშუშეთ, სანამ ნიორი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, 1 ჭიქა წყალი, წვრილად დაჭრილი რეჰანი და ½ ჩ.კ. მარილი. ადუღეთ სოუსი, სანამ არ გასქელდება.

გუფთები ჩააწყეთ სოუსში, ზემოდანაც მოასხით, და კიდევ ერთხელ მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში, თან გადააბრუნეთ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა